http://www.muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_3190agk-is-118.jpglink
http://www.muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_3371agk-is-118.jpglink
http://www.muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_9556agk-is-118.jpglink
http://www.muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_9484agk-is-118.jpglink
0 1 2 3
Progress bar

სპექტაკლები

წინა შემდეგი
სოფლის ღირსება საკონცერტო

სოფლის ღირსება ს…

23-11-2012

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშო…

23-11-2012

ლუჩია დი ლამერმური

ლუჩია დი ლამერმუ…

23-11-2012

თავფარავნელის ბალადა

თავფარავნელის ბა…

23-11-2012

იესო ქრისტე სუპერ ვარსკვლავი

იესო ქრისტე სუპე…

23-11-2012

სოფლის ღირსება

სოფლის ღირსება

23-11-2012

ქეთო და კოტე

ქეთო და კოტე

23-11-2012

საოპერო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი

მარიამ ჯახუტაშვილი

mariam

შემოქმედებითი ბიოგრაფია 

1975–1979 წლებში სწავლობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო სამუსიკო სასწავლებელში თეორიულ განყოფილებაზე.

1984 წელს - დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი (პროფესორ მანანა გაბუნიას კლასი). კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ სტუდიაში, სადაც შეასრულა შემდეგი პარტიები ოპერებიდან: ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“ (მაროს პარტია); ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატა“ (ვიოლეტას პარტია).

1985 წელს - ჯანსუღ კახიძემ და რობერტ სტურუამ მიიწვიეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლისტად, სადაც შეასრულა ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“ (ქეთოს პარტია). იგი გახლავთ ამიერკავკასიის ვოკალისტთა და ინსტრუმენტალისტთა კონკურსის ლაურეატი (1985 წელი, ქ. ბაქო). 

1990–1992 წლებში - სტაჟირება გაიარა მოსკოვის დიდ თეატრში (პროფესორ პ. ლისიციანის კლასში). დიდი თეატრის სოლისტებთან ერთად ღებულობდა მონაწილეობას კონცერტებში, ასევე ლა–სკალას თეატრის ცნობილი ტენორის ბერგონცის ღია გაკვეთილში, სადაც შეასრულა ტოსკას არია ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკა“-ში. 

1991 წელს - სტაჟირება გაიარა გერმანიის ქ. ვაიმარში. 

1992 წელს - მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის დიდ საკონცერტო დარბაზში და კონსერვატორიის დიდ დარბაზში  შეასრულა ჯუზეპე ვერდის „რექვიემი“ –ჯანსუღ კახიძის დირიჟორობით.  

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მოღვაწეობის დროს შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: პეტრე ჩაიკოვსკის ოპერა „ევგენი ონეგინი“ (ტატიანას პარტია) – დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი;  ჯუზეპე ვერდის ოპერა „ოტელო“ (დეზდემონას პარტია); ჯუზეპე ვერდის „ბალ–მასკარადი“ (ამელიას პარტია); ჯუზეპე ვერდის „რექვიემი“ – დირიჟორი ჯანსუღ კახიძე. 

1990 წელს - ბერლინელი იმპრესარიოს მაიკლ დიცის მიწვევით გაემგზავრა საკონცერტო ტურნეში გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის ქალაქებში. 

 1991 წელს - მარიამ ჯახუტაშვილი ვიქტორ დოლიძის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. 

1993 წელს - ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შეასრულა წამყვანი  პარტიები: ჯუზეპე ვერდის ოპერა „აიდა“ (აიდას პარტია); ჯუზეპე ვერდის ოპერა „ოტელო“ (დეზდემონას პარტია); ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ (ეთერის პარტია). 

1994 წელს - მიიღო საქართველოს მოღვაწეთა კავშირის ჯილდო ეთერის პარტიის საუკეთესო შესრულებისათვის.  

1995 წელს - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საზოგადოებამ მიიწვია სოლო კონცერტებით იტალიაში. ეს კონცერტები გააშუქა „რაოტრეს“ ტელევიზიამ. 

1997 წლიდან - ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის გახსნის დღიდან, ის გახლდათ ვოკალური ფაკულტეტის სოლო სიმღერის კათედრის გამგე, ხოლო შემდეგ კი საოპერო სიმღერის კათედრის გამგე. 

1998 წელს - ცნობილი მომღერლის პაატა ბურჭულაძის თაოსნობით ქ. თბილისში ჩატარდა ფესტივალი „ბრავო“, რომლის გახსნაზეც  ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“–დან შეასრულა ეთერის პარტია. 

1998 წელს - თურქეთში, ქ. ასპენდოსში გამართულ ფესტივალზე ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი, ჯუზეპე ვერდის ოპერა „ოტელო“ ( დეზდემონას პარტია). 

1999 წელს - ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ცნობილ  მომღერალთან ერთად შეასრულა ჯუზეპე ვერდის ოპერა „აიდა“ (აიდას პარტია). 

2001 წელს - გაიხსნა საოპერო სტუდია. დაარსების დღიდან იგი გახლდათ სტუდიის დირექტორი და ვოკალის პედაგოგი.  მისი ხელმძღვანელობით დაიდგა სპექტაკლები: პიეტრო მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“, ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატა“, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“, გაეტანო დონიცეტის ოპერა „ლუჩია დი ლამერმური“ . 

მარიამ ჯახუტაშვილი გახლავთ კავკასიელ ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი. 

ამჟამად, ის გახლავთ სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი და ვოკალის პედაგოგი. 

 2010 წელს - ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ ჩატარებულ საკვალიფიკაციო კონკურსში მიანიჭეს სრული პროფესორის წოდება. 

 2012 წელს - სახელოვნებო განათლების სფეროში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს დამსახურებელი მასწავლებლის წოდება.

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა ჩვენი საიტი?

კი - 77.1%
არა - 22.9%

სულ ხმები: 175
ხმის მიცემა ამ გამოკითხვაში უკვე დამთავრდა ში: 22 დეკ 2014 - 00:00
 ◄◄  ◄  ►►  ► 
აპრილი 2024
ორშ სამშ ოთხშ ხუთშ პარ შაბ კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

შესვლა

Limon Tour World Guide Tranzito