http://www.muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_3190agk-is-118.jpglink
http://www.muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_3371agk-is-118.jpglink
http://www.muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_9556agk-is-118.jpglink
http://www.muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_9484agk-is-118.jpglink
0 1 2 3
Progress bar

სპექტაკლები

წინა შემდეგი
სოფლის ღირსება საკონცერტო

სოფლის ღირსება ს…

23-11-2012

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშო…

23-11-2012

ლუჩია დი ლამერმური

ლუჩია დი ლამერმუ…

23-11-2012

თავფარავნელის ბალადა

თავფარავნელის ბა…

23-11-2012

იესო ქრისტე სუპერ ვარსკვლავი

იესო ქრისტე სუპე…

23-11-2012

სოფლის ღირსება

სოფლის ღირსება

23-11-2012

ქეთო და კოტე

ქეთო და კოტე

23-11-2012

საოპერო სტუდიის  ისტორია

DSC 4015

საოპერო სტუდია უზრუნველყოფს მომავალი თაობის საშემსრულებლო პრაქტიკის გავლას, სპექტაკლების მომზადებასა და დადგმას სტუდიაში. დაარსების დღიდან იგი თანამშრომლობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მთავარ დირიჟორთან და სამხატვრო ხელმძღვანელთან ზაზა აზმაიფარაშვილთან, პროფესორ ავთანდილ მამაცაშვილთან, პროფესორ მედეა ამირანაშვილთან, პროფესორ თენგიზ მუშკუდიანთან და სხვები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საოპერო სტუდიის სოლისტები მიწვეული არიან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში წამყვან სოლისტებად. დაარსების დღიდან სტუდიამ ჩაატარა:

2001 წლის 22 ივნისი, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის  სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი, საოპერო სტუდიის სოლისტთა კონცერტი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, პროგრამაშია სცენები ქართველ, რუს და ევროპელ კომპოზიტორთა ოპერებიდან.

2001 წლის 9 დეკემბერი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა საოპერო სტუდიის სოლისტთა პირველი საანგარიშო კონცერტი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.

2003 წლის აპრილი, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის  სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი,  პრემიერა ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატა“ (საკონცერტო შესრულებით).

2003 წლის 29 დეკემბერი, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის  სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი, საოპერო სტუდიის საანგარიშო კონცერტი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.

2004 წლის 29 აპრილი, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის  სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი, ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატა“ (საკონცერტო შესრულებით).

2004 წლის 27–28 ნოემბერი, 22 დეკემბერი, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის  სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი, საოპერო სტუდიის პრემიერა პიეტრო მასკანის ოპერა „სოფლის პატიოსნება“ –დირიჟორი ავთანდილ მამაცაშვილი (საკონცერტო შესრულებით).

2004 წლიდან საოპერო სტუდიასა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს შორის დაიდო ერთობლივი თანამშრომლობის ხელშეკრულება.

2005 წლის 9 ივნისი ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის  სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი, ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატა“სიმფონიური ორკესტრის თანხლებით (საკონცერტო შესრულებით), რომელიც მიეძღვნა ზურაბ ანჯაფარიძის ხსოვნას.

2005 წლის 20–22 ნოემბერი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა პიეტრო მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“ (საკონცერტო შესრულებით)-დირიჟორი ავთანდილ მამაცაშვილი, ზაზა აზმაიფარაშვილი.

2006 წლის 27 იანვარი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის კონცერტი, მიძღვნილი „ნინოობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის ლოცვა–კურთხევით.

2006 წლის 26,28,29,30 აგვისტო, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა პრემიერა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“ ახალი ინტერპრეტაციით.

სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძე

კოსტუმების მხატვარი თემურ ნინუა

მხატვარი თეიმურაზ მურვანიძე

მთავარი დირიჟორი მამუკა ალაფიშვილი

სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ჯახუტაშვილი

2007 წლიდან საოპერო სტუდია გაერთიანდა ბათუმის სახელმწიფო მუსიკლაურ ცენტრში.

2007 წელი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები: ნონა კორიფაძე და თეა გელოვანი აყვანილ იქნენ სტაჟიორ–სოლისტებად ქალაქ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო  თეატრში.

2007 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდა რესპუბლიკური კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტმა სულხან ჯაიანმა და გახდა კონკურსის დიპლომანტი.

2007 წლის 16–18 აგვისტოს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა  ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატა“–ს პრემიერა.

რეჟისორი–დავით საყვარელიძე

დამდგმელი დირიჟორი–დავით მუქერია

მხატვარი–გალაქტიონ გოგიბერიძე

სამხატვრო ხელმძრვანელი–მარიამ ჯახუტაშვილი.

  2007 წლის 24 დეკემბერი, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის  სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი, საახალწლო კონცერტი, მონაწილობდნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები, სიმფონიური ორკესტრი და კაპელა. პროგრამაშია სცენები ქართველ, რუს და ევროპელ კომპოზიტორთა ოპერებიდან.

2007 წლის 3 მარტი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი. მონაწილობდნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები, სიმფონიური ორკესტრი და კაპელა. პროგრამაშია სცენები ქართველ, რუს და ევროპელ კომპოზიტორთა ოპერებიდან.

2007 წლის 30 აპრილი, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის  სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი, ჩატარდა პრემიერა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“ (საკონცერტო შესრულებით), სიმფონიური ორკესტრის თანხლებით –დირიჟორი დავით მუქერია.

2008 წლის 12 ივნისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა პოეტ ზურაბ გორგილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო, მონაწილეობდა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები: ზაზა ხამათაშვილი და ირაკლი კახიძე.

2008 წლის 12 ივლისი, სამთავრობო კონცერტი ღია ცის ქვეშ, სადაც მონაწილეობას ღებულობდა სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები, ორკესტრი და გუნდი.

2008 წლის 20 ივლისი, ზღვისპირა პარკში გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი. მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტებმა.

2008 წლის 4–6 აგვისტო, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა პრემიერა პიეტრო მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“ სცენიური შესრულებით, მონაწილეობდნენ სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები, სიმფონიური ორკესტრი და კაპელა.

2008 წლის 10 ნოემბერი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებული კონცერტი, მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტმა ირაკლი კახიძემ.

2008 წლის 23 ნოემბერი,  თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე–9 სიმფონია მონაწილეობდა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტი ირაკლი კახიძე.

2008 წლის 28 დეკემბერი, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის  სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი, საახალწლო კონცერტი, მონაწილობდნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები, სიმფონიური ორკესტრი და კაპელა.

2009 წლის 20 თებერვალი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა აკადემიკოს დავით ხახუტაიშვილის 80 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი. მონაწილეობდნენ  ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები: ზაზა ხამათაშვილი და ირაკლი კახიძე.

2009 წლის 8 მარტი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი. მონაწილობდნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები, სიმფონიური ორკესტრი და კაპელა.

2009 წლის 29 აპრილი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა  ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატა“ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტების, სიმფონიური ორკესტრისა და კაპელის მონაწილეობით (საკონცერტო შესრულებით).

2009 წლის 28 მაისი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა მე–4 საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან–ამაღლებამდე“. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტების, სიმფონიური ორკესტრისა და კაპელის მონაწილეობით.

 2009 წლის 17 ივლისი, ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიწვიეს ჯუზეპე ვერდის ოპერაში „ტრავიატა“, ალფრედის პარტიის შესასრულებლად ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტი ირაკლი კახიძე.

2009 წლის აგვისტო, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა გალა კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტების, სიმფონიური ორკესტრისა და კაპელის მონაწილეობით.

2009 წლის 20 ოქტომბერი, ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიწვიეს ჯუზეპე ვერდის ოპერაში „ტრავიატა“, ჟერმონის პარტიის შესასრულებლად ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტი ზაზა ხამათაშვილი.

2009 წლის 16 ნოემბერი, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის  სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდა გაეტანო დონიცეტის ოპერა „ლუჩია დი ლამერმური“ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტების, სიმფონიური ორკესტრისა და კაპელის მონაწილეობით. (საკონცერტო შესრულებით).

2009 წლის 17 დეკემბერი, თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ლადო ათანელის სახელობის საქველმოქმედო ფონდის პრეზენტაციაზე მიიწვიეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტი ირაკლი კახიძე.

2010 წლის 28 იანვარი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა გაეტანო დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“ თეატრალიზებული პრემიერა.

დამდგმელი რეჟისორი–ზაზა სიხარულიძე

დამდგმელი დირიჟორი–დავით მუქერია

კოსტუმების მხატვარი–გალაქტიონ გოგიბერიძე

სამხატვრო ხელმძღვანელი–მარიამ ჯახუტაშვილი

2010 წლის 5 მარტი, ლადო ათანელის სახელობის საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა“–ვოკალისტთა კონკურსი. მონაწილეობა მიიღო და გახდა პრემიის ლაურეატი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტი სულხან ჯაიანი.

2010 წლის 27 მარტი, თბილისის ფილარმონია, ლადო ათანელის სახელობის საქველმოქმედო ფონდი „თანადგომის“ ვოკალისტთა კონკურსში გამარჯვებულთა კონცერტზე მიწვეული იყო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტი  ირაკლი კახიძე.

2010 წლის 15–16 მაისი, თურქეთში, ლეილა გენჯერის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს და გახდნენ დიპლომანტები ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები სულხან ჯაიანი და თეა გელოვანი.

2010 წლის 16 ივნისი, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის  სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“ საკონცერტო შესრულებით ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტების, კაპელისა და სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით.

2010 წლის 5–20 ივლისი, მილანში, ლასკალის აკადემიაში სტაჟირებაზე მიიწვიეს და გახდნენ დიპლომანტები თეა გელოვანი და სულხან ჯაიანი.

2010 წლის 21 ივლისი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები ინგა ჯახუტაშვილი, ნონა კორიფაძე, ეთერ ხალვაში, ირმა ჟღენტი მიწვეულები იყვნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საზღვარგარეთიდან ჩამოსულ იმპრესარიოებთან მოსმენაზე, სოლისტმა ინგა ჯახუტაშვილმა მონაწილეობა მიიღო ალა სიმონიშვილის მიერ ჩატარებულ მასტერ კლასში.

2010  წლის 16 ოქტომბერი თბილისის მუსიკლაურ ცენტრში მიწვეული იყვნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები ინგა ჯახუტაშვილი (ლოლას პარტია), ირაკლი კახიძე (ტურიდუს პარტია), პიეტრო მასკანის ოპერა „სოფლის ღირსებაში“ მონაწილეობის მისაღებად, ჯან ლუკა მარჩიანის დირიჟორობით.

2010 წლის 3 ნოემბერი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გალა კონცერტზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტი ინგა ჯახუტაშვილი, ვიაჩესლავ ბორტნოვსკის დირიჟორობით.

2011 წლის 4 მარტი,  ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტების, სიმფონიური ორკესტრისა და კაპელის მონაწილეობით,  (საკონცერტო შესრულებით).

2011 წლის 28 მარტი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტის ირაკლი კახიძის სოლო კონცერტი.

2011 წლის 1–18 აპრილი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტი ლია ჯაში მიიწვიეს კასტინგზე იტალიის ქალაქ მილანში ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატა“–ში, სადაც შეასრულა ვიოლეტას პარტია.

2011 წლის 16 აპრილი, ლადო ათანელის სახელობის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა“– ვოკალისტთა  II საეთაშორისო კონკურსის შესარჩევ ტურზე მონაწილეობა მიიღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტებმა: ირაკლი კახიძემ, ირმა ჟღენტმა, ნონა კორიფაძემ, ეთერ ხალვაშმა და გახდნენ I ტურის მონაწილეები.

2011 წლის 20 აპრილი, ლადო ათანელის სახელობის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა“–ფინალისტი და პრემიის ლაურეატი გახდა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტი ირაკლი კახიძე, ხოლო დიპლომანტი და ფინალისტი–ნონა კორიფაძე და ეთერ ხალვაში.

2011 წლის 27 აპრილი, ლადო ათანელის სახელობის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა“–ფინალის გამარჯვებულთა კონცერტი. მონაწილეობდნენ, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები ირაკლი კახიძე, ნონა კორიფაძე და ეთერ ხალვაში, ცნობილი იტალიელი დირიჟორის ჯან ლუკა მარჩიანოს დირიჟორობით.

2011 წლის 2 ივნისი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა მე–VI საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“, ფესტივალის დასკვნით კონცერტში მონაწილეობდნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები: ზაზა ხამათაშვილი, ირაკლი კახიძე, ნონა კორიფაძე, ლია ჯაში, ინგა ჯახუტაშვილი, მიხეილ გასპარიანი, იმედო მამალაძე, ირმა ჟღენტი.

2011 წლის 14–22 აგვისტო, ბათუმის სახელმწიფო მუსიკლაური ცენტრის ხელოვნების ცენტრი, ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“, მონაწილეობა მიიღო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ და საოპერო სტუდიის სოლისტმა სულხან ჯაიანმა (მაკარის პარტია).

2011 წლის 8 ოქტომბერი,  ბათუმის ხელოვნების ცენტრი, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის, კაპელისა და  საოპერო სტუდიის სოლისტების მონაწილეობით.

2011 წლის 1 ნოემბერი, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის  სახელობის სამუსიკო სკოლა თერთმეტწლედის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ცნობილი მომღერლის დავით გამრეკელის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი, სადაც მონაწილეობდნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები: ინგა ჯახუტაშვილი, ზაზა ხამათაშვილი, თეა გელოვანი, ეთერ ხალვაში, ლია ჯაში, ნონა კორიფაძე, ოთარ ნაკაშიძე, იმედა მამალაძე.

2011 წლის 4 ნოემბერი,  ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის  სახელობის სამუსიკო სკოლა თერთმეტწლედის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი,  ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტების ინგა ჯახუტაშვილის, სულხან ჯაიანის და სიმფონიური ორკესრტის მონაწილეობით. დირიჟორი ემინგუვენ იაშლიჯამი.

2012 წლის 6 ივლისი, ბათუმის ხელოვნების ცენტრში დაიდგა პიეტრო მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“.

რეჟისორი–გიორგი თავაძე

დირიჟორი–დავით მუქერია

მხატვარი–გალაქტიონ გოგიბერიძე

მთავარი ქორმაისტერი–ქეთევან მანელიშვილი

2012 წლის 5–9 ნოემბერი, კულტურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის საზოგადოება „სომხეთ–საქართველო“–ს მიერ სომხეთის ქალაქ ერევანში საქველმოქმედო კონცერტის სახით ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალ–კონკურსი „თქვენ ჩვენი სიამაყე“, მონაწილეობა მიიღო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტმა ინგა ჯახუტაშვილმა და გახდა გრანპრის მფლობელი (კონცერტმაისტერი ნინო ჩაიძე).

2012 წლის 5–8 დეკემბერი, იტალიის ქალაქ ანკონას აკადემიაში ჩაირიცხა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტი ინგა ჯახუტაშვილი.

2012 წლის 15 დეკემბერი, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტების, სიმფონიური ორკესტრისა და კაპელის მონაწილეობით.

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა ჩვენი საიტი?

კი - 77.1%
არა - 22.9%

სულ ხმები: 175
ხმის მიცემა ამ გამოკითხვაში უკვე დამთავრდა ში: 22 დეკ 2014 - 00:00
 ◄◄  ◄  ►►  ► 
აპრილი 2024
ორშ სამშ ოთხშ ხუთშ პარ შაბ კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

შესვლა

Limon Tour World Guide Tranzito