23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
ხვიჩა ხოზრევანიძე
2010 წელს – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი (პროფესორ ნოდარ ანდღულაძის კლასი).
2012 წელს – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურა. არის დავით ანდღულაძის სახელობის სტიპენდიანტი. მონაწილეობას ღებულობს არაერთ საერთაშორისო და საქალაქო კონცერტებსა თუ სპექტაკლებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისში, ჯანსუღ კახიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გამართული კონცერტი, სადაც შეასრულა რუდოლფის არია ჯაკომო პუჩინის ოპერიდან „ბოჰემა“ ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.
შესრულებული საოპერო პარტიები:
ერთაოზის პარტია – ოთარ თაქთაქიშვილის ოპერიდან „პირველი სიყვარული“, დირიჟორი ავთანდილ მამაცაშვილი.
ტამინოს პარტია – ვოლფგან ამადეი მოცარტის ოპერიდან „ჯადოსნური ფლეიტა“, დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე.
ერნესტოს პარტია – გაეტანო დონიცეტის ოპერიდან „დონ-პასკუალე“, დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე.
მალხაზის პარტია – ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან „დაიასი“, დირიჟორი რევაზ ტაკიძე.
ახალგაზრდა ბოშას პარტია – სერგეი რახმანინოვის ოპერიდან „ალეკო“, დირიჟორი რევაზ ტაკიძე.
გასტონის პარტია – ჯუზეპე ვერდის ოპერიდან „ტრავიატა“, დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.
ნემორინოს პარტია – გაეტანო დონიცეტის ოპერიდან „სიყვარულის ნექტარი“.
ორშ | სამშ | ოთხშ | ხუთშ | პარ | შაბ | კვ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |