23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
ზაზა ხამათაშვილი
1996 წელს – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი (პროფესორ დიზი ხელაშვილის კლასი).
1992 წელი – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ვოკალისტთა კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი.
1993 წელი – ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის დიპლომანტი.
1993 წელი – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სტაჟიორი.
1994–2003 წლებში – ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.
1995 წელი – საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია რევაზ ლაღიძის ოპერა ''ლელა''– ში – გელას პარტიის საუკეთესო შესრულებისთვის.
1997 წელი – მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია ჯუზეპე ვერდის ოპერიდან ''ოტელო'' იაგოს პარტიის შესრულებისთვის.
1999 წელი – თურქეთის რესპუბლიკა, ასპენდოსის ოპერის საერთაშორისო ფესტივალი, ჯუზეპე ვერდის ოპერა ''ოტელო'' (იაგოს პარტია).
2000 წელი – პაატა ბურჭულაძის ფონდის მიერ დაარსებული საერთაშორისო საოპერო ფესტივალი ''ბრავო''–ს მონაწილე.
2004–2006 წლები - ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის სოლისტი.
2006 წლიდან დღემდე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტი.
შესრულებული საოპერო პარტიები:
გელას პარტია – რევაზ ლაღიძის ოპერიდან „ლელა”, მურმანის პარტია – ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან ''აბესალომ და ეთერი'', კიაზოს პარტია – ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან ''დაისი'', თავადი ლევანის პარტია – ვიქტორ დოლიძის ოპერიდან ''ქეთო და კოტე'', ამონასროს პარტია – ჯუზეპე ვერდის ოპერიდან ''აიდა'', იაგოს პარტია – ჯუზეპე ვერდის ოპერიდან ''ოტელო'', ჟერმონის პარტია – ჯუზეპე ვერდის ოპერიდან ''ტრავიატა“, ლორდი გენრიხის პარტია – გაეტანო დონიცეტის ოპერიდან '' ლუჩია დი ლამერმური'', ონეგინის პარტია – პეტრე ჩაიკოვსკის ოპერიდან ''ევგენი ონეგინი'', ალფიოს პარტია – პიეტრო მასკანის ოპერიდან ''სოფლის ღირსება'', ალეკოს პარტია – სერგეი რახმანინოვის ოპერიდან „ალეკო“ და სხვა.
2012–2013 წლებში – საფრანგეთი, ქ. პარიზი – ალფრედ კორტოს სახელობის მუსიკალურ – პედაგოგიური სასწავლებელი – კვალიფიკაციის ამაღლება.
ორშ | სამშ | ოთხშ | ხუთშ | პარ | შაბ | კვ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |