23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
ეთერ ხალვაში
მუსიკალური განათლება მიიღო ქალაქ ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში.
2005 წელი – სწავლა განაგრძო ქალაქ ბათუმის zაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო სიმღერის ფაკულტეტზე (პროფესორ თამაზ ცერიაშვილის კლასი).
2009 წელი – დაამთავრა ქალაქ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურა (პროფესორ გულიკო კარიაულის კლასი). მონაწილეობას ღებულობს არაერთ საერთაშორისო და საქალაქო კონცერტებსა თუ სპექტაკლებში.
შესრულებული საოპერო პარტიები:
2009 წელი – მარცელინას პარტია – ვოლფგან ამადეი მოცარტის ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“, დირიჟორი მამუკა ალაფიშვილი.
2009 წელი – დედა ლუჩიას პარტია პიეტრო მასკანის ოპერიდან „სოფლის ღირსება“, დირიჟორი დავით მუქერია.
2009 წელი – მადალენას პარტია – ჯუზეპე ვერდის ოპერიდან „რიგოლეტო“, დირიჟორი რევაზ ტაკიძე.
2010 წელი –ნანოს პარტია – ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან „დაისი“, დირიჟორი რევაზ ტაკიძე.
2010 წელი – ძიძას პარტია – პეტრე ჩაიკოვსკის ოპერიდან „ევგენი ონეგინი“, დირიჟორი ავთანდილ მამაცაშვილი.
2010 წელი – ფარნაჩეს პარტია – ვოლფგან ამადეი მოცარტის ოპერიდან „მითრიდატე“, დირიჟორი ჯან ლუკა მარჩიანო.
2010 წელი – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე–9 სიმფონია, დირიჟორი ვახტანგ კახიძე.
2010 წელი – ვატიკანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონცერტში შეასრულა გეორგ ფრიდრიხ ჰენდელისა და ანტონიო ვივალდის ნაწარმოებები.
2011 წელი – ჯანსუღ კახიძის მუსიკალური სპექტაკლი „ერთი თბილისური ამბავი“, დირიჟორი ვახტანგ კახიძე.
2011 წელი – ფელიქს მენდელსონის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი.
2001–2004 წლები – რევაზ ლაღიძის სახელობის სტიპენდიანტი.
არის ლადო ათანელის სახელობის კონკურსის დიპლომანტი.
ორშ | სამშ | ოთხშ | ხუთშ | პარ | შაბ | კვ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |