http://www.muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_3190agk-is-118.jpglink
http://www.muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_3371agk-is-118.jpglink
http://www.muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_9556agk-is-118.jpglink
http://www.muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_9484agk-is-118.jpglink
0 1 2 3
Progress bar

სპექტაკლები

წინა შემდეგი
სოფლის ღირსება საკონცერტო

სოფლის ღირსება ს…

23-11-2012

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშო…

23-11-2012

ლუჩია დი ლამერმური

ლუჩია დი ლამერმუ…

23-11-2012

თავფარავნელის ბალადა

თავფარავნელის ბა…

23-11-2012

იესო ქრისტე სუპერ ვარსკვლავი

იესო ქრისტე სუპე…

23-11-2012

სოფლის ღირსება

სოფლის ღირსება

23-11-2012

ქეთო და კოტე

ქეთო და კოტე

23-11-2012

მანანა ქანთარია

384456 317746958254861 1662121706 n

მანანა ქანთარიამ ვიოლინოზე დაკვრა დაიწყო 6 წლის ასაკში. 7 წლის ასაკში გახდა რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატი და აქედან იწყება მისი საკონცერტო მოღვაწეობა. 8 წლის ასაკში მან თბილისის კამერულ ორკესტრთან ერთად შეასრულა ვივალდის ლა-მინორული კონცერტი მარინე იაშვილის ხელმძღვანელობით. თითქმის ყოველ წელს მართავდა სოლო კონცერტებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

1977-80 წწ-ში სწავლობდა თბილისის დ. არაყიშვილის სახელობის I სამუსიკო სასწავლებელში პროფ. შოთა შანიძის კლასში. სასწავლებელში სწავლის პერიოდში იგი გახდა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი 16 წლამდე ასაკის კატეგორიაში.

1980 წელს სწავლა განაგრძო თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფ. შოთა შანიძის კლასში, რომელიც 1985 წელს წარჩინებით დაამთავრა.

1986 წლიდან იგი მუშაობს ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

1995 წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა ”ნიჭიერთა ათწლედის” პედაგოგია.

1998 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტი გერმანული ენის სპეციალობით.

2000 წელს დაამთავრა ასპირანტურა კამერული ანსამბლის განხრით.

2004 წლიდან ხელმძღვანელობს ახალგაზრდულ მევიოლინეთა ანსამბლს.

2006 წელს გახდა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ-პროფესორი და 2013 წლიდან არის ასოცირებული პროფესორი.

იგი დღესდღეობით არის ევ. მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში სიმებიანი განყოფილების გამგე. ასევე 2009 წლიდან მ. ქანთარია მუშაობს სამუსიკო სემინარიაში. მას უამრავი საქალაქო, რესპუბლიკური, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი ყავს აღზრდილი.  

მანანა ქანთარია დღემდე აქტიურად ჩაბმულია, როგორც საკონცერტო ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობაში. იგი სისტემატიურად არის საქალაქო, რესპუბლიკური, საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი.

პედაგოგიურ მოღვაწეობაში მიღწეული შემოქმედებითი წარმატებებისათვის დაჯილდოებული არის დიპლომებითა და სიგელებით.

2013 წელს წარდგენილია ღირსების ორდენის კანდიდატობაზე.

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა ჩვენი საიტი?

კი - 77.1%
არა - 22.9%

სულ ხმები: 175
ხმის მიცემა ამ გამოკითხვაში უკვე დამთავრდა ში: 22 დეკ 2014 - 00:00
 ◄◄  ◄  ►►  ► 
აპრილი 2024
ორშ სამშ ოთხშ ხუთშ პარ შაბ კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

შესვლა

Limon Tour World Guide Tranzito